თბილისი.15.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, 15 სექტემბერს, გამთენიისას ზუგდიდის რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა. აფეთქდა ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის ბოლო ვაგონი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელი თბილისის მიმართულებით 10:00 საათზე უნდა გასულიყო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მატარებლის ლიანდაგზე დამონტაჟებულმა ტროტილმა გამოიწვია.
ამ დროისათვის განაღმვითი სამუშაოები დასრულებულია, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ