დნესტრისპირეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნულმა დიმიტრი როგოზინმა, რომელიც ამავე დროს არის მოლდოვურ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეცაა კიშინიოვი და ტირასპოლი მოინახულა.
"კომერსანტ-მოკდოვას" ინფორმაციით, მოლდოვის დედაქალაქში როგოზინს მხოლოდ როგორც ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეს შეხვდნენ და მისი "დნესტრისპირული" ტიტულის იგნორირება მოახდინეს.
ტირასპოლში კი მას სულ სხვაგვარად შეხვდნენ. როგოზინი იქ დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტს ევგენი შევჩუკს, იმ მყოფი რუსული კონტიგენტის სარდლობას და იქ მაცხოვრებელ რუსი ეროვნების მოქალაქეებს შეხვდა.
"ტირასპორლში როგოზინი ძალიან გულწრფელად ურთიერთობდა პრესასთან და ბევრი განცხადებაც გააკეთა. მან პირობა დადო, რომ დნესტრისპირეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლობა გაიხსნება, მეტიც, იმ შემთხვევაში თუ კიშინიოვი მომავალშიც არ მისცემს მათ ნებას ტირასპოლში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს გახსნისა, სპეცწარმომადგენლის ბიურომ შესაძლოა თავის თავზე აიღოს დნესტრისპირეტში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეების საკონსულო მომსახულება", _ წერს გაზეთი.
დიმიტრი რიგოზინმა ასევე დარწმუნა დნესტრისპირელები იმაში, რომ რუსეთის სამშვიდობო მისია რეგიონში ურყევია.
"მეტიც, მისი თქმით, რუსეთი დნესტრისპირეთში მდგარი რუსული კონტიგენტის სრულ გადაიარაღებასაც აპირებს", _ წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ დნესტრისპირეთში მყოფმა როგოზინმა განაცხადა: "აქ, დნესტრისპირეთში, პარტიზანული ნაწილი კი რუსული არმია დგას. რუსეთი კი დნესტრისპირელებისათვის დედინაცვალი კი არა დედაა", _ განაცხადა როგოზინმა.