ნიუ-მექსიკის შტატის (აშშ) ერთ-ერთ უმსხვილეს მიწისქვეშა გამოქვაბულში მეცნიერებმა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიები აღმოაჩინეს, - იტყობინება ჯერი რაიტი მაკმასტერის უნივერსიტეტიდან.
"ჩვენი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ბაქტერიებისთვის, რომლებიც რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში არსებობენ, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა განუყოფელ თვისებას წარმოადგენს", - აცხადებს მეცნიერი.
მეცნიერებმა გამოქვაბულიდან მოიპოვეს ბაქტერიები და ანტიბიოტიკების მიმართ მათი მდგრადობა გამოიკვლიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებმა ვერ გამოიწვიეს ადამიანის დაავადება და მათზე არასოდეს მომხდარა ანტიბიოტიკების ზემოქმედება, ყველა მათგანი პრაქტიკულად მდგრადი იყო.
ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების არსებობა, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამჟამად არსებობს ბაქტერიები, რომლებიც მდგრადები არიან ყველა თანამედროვე პრეპარატის მიმართ.