საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიწისქვეშა სართულების რეაბილიტაცია დასრულდა.
სივრცეები თანამედროვე საცავებით მოეწყო. გაუკეთდა დრენაჟები და წყალმრიდის სისტემები. გამაგრდა კედლები. ასევე მოეწყო მიწისქვეშა სართულებზე მუზეუმის პერიოდულ გამოცემათა, კინო და ფოტო ტექნიკის, ქანდაკებისა და თეატრალური მაკეტების საცავები.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა.