საქართველოს პრეზიდენტი სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებიდან ყოველწლიურად 5 მლნ დოლარის შემოსავალს ელოდება.
პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტიდან ყოველდღიურად 1000 დოლარის შემოსავალს თუ მივიღებთ, მაშინ ყოველწლიურად უცხოელი ტურტისტებიდან შემოსული შემოსავალი 5 მლნ დოლარი იქნება.
"ეს არის დამატებითი თანხა ქართულ ეკონომიკაში. მესტიაში 50 მლნ დლარის ინვესტიციის მოზიდვას ვაპირებთ, 50 მლნ-ის ინვესტირებას ველოდებით ანაკლიაშიც. მესტია უნდა გავაკეთოთ 100-ჯერ უკეთესად ვიდრე სიღნაღი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა სიღნაღში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ზედამხედველიობა მთავრობას დაავალა.