17 აპრილს, 16:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს ორიტ-ირიტ ნოკედის შეხვდება, რომელიც საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მინისტრები ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით  ვაჭრობის  და ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის და ცხვრის  ისრაელში ექსპორტის გაზრდის საკითხებს განიხილავენ. 
კოლეგები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზეც ისაუბრებენ.