სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგი~ უარყოფს კახეთის ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მოსახლოების მოსყიდვასთან დაკავშირებით.
კახეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით,
"მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვევა ეკუთვნის, თავისი აგენტების მეშვეობით 5-5 ლარს სთავაზობს და სანაცვლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს. საზოგადოების აზრით, "ჯი-პი-აიმ" გასულ წელს დაპირებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამის გამო ბევრი კლიენტი დაკარგა".
აღნიშნულ ფაქტს ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებენ სადაზღვეო კომპანიაში.
"აბსურდია, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ამ დროისთვის არც ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს, რადგანაც მათი გაფორმება მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაიწყოს", - განუცხადეს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სადაზღვეო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგში".