კახა ბენდუქიძე: უკრაინაში რუსული პოლიტიკის მთავარი კომპონენტი ოდესა-ბროდის მილსადენი იქნება
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსული პოლიტიკის მთავარი კომპონენტი ოდესა-ბროდის მილსადენი იქნება.
ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსული პოლიტიკა გაიმარჯვებს, შესაძლოა ოდესა-ბროდის მილსადენის მარშრუტი შეიცვალოს.
"რუსული პოლიტიკის მთავარი კომპონენტი უკრაინაში არის ის, თუ რა მიმართულებით იმუშავებს ოდესა-ბროდის მილსადენი. საკითხი დგება ასე: შესაძლებელი იქნება თუ არა შავი ზღვიდან ოდესის პორტის გავლით ნავთობის შეტანა და შემდეგ ამ მილსადენით მისი გატანა ევროპაში, თუ ეს მილსადენი იმუშავებს პირიქით, ანუ რუსული ნავთობის შავ ზღვაში გამოტანისთვის", _ აცხადებს ბენდუქიძე.