შეერთებული შტატების სენატორმა მარკო რუბიომ, რომელიც არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა, სენატში მოსმენისას განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაცია განახორციელებს "გაბედულ დიპლომატიას", რათა დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში.
"ის, რაც ვლადიმირ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება", - თქვა რუბიომ სენატის საკომიტეტო მოსმენაზე.
"ეს ადვილი არ იქნება", - თქვა მან, "მაგრამ ამას გაბედული დიპლომატია დასჭირდება".
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი. "როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე უკრაინას მოუწევთ დათმობაზე წასვლა", - დასძინა რუბიომ.
მარკო რუბიოს თქმით, არარეალისტურია ფიქრი, რომ უკრაინას შეუძლია რუსული ძალების უკუგდება 2022 წლის შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე.