ისრაელის მთავრობა და ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. იტყობინება ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰამასის მიერ მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.
გავრცელებული ცნობით, შეთანხმების მიხედვით, რომელიც ჯერ არ არის ოფიციალურად გამოცხადებული, ჰამასი და მისი მოკავშირე გასამხედროებული ჯგუფები გაათავისუფლებენ მძევლებს, რომლებიც მათ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აიყვანეს.
სანაცვლოდ, ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 1000-მდეა.
მედიის ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევამდე კატარის პრემიერ-მინისტრი ცალცალკე შეხვდა ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებს.
ჰამასმა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის დროს 251 მძევალი აიყვანა.