ქაბულის ცენტრში მდებარე საპრეზიდენტო სასახლესა და ეროვნული ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმის. პირველადი მონაცემებით, მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა ჯერ ჯერობით დაჭრილების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრში ასევე ჩანს ბოლის კვამლი. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმის უკან თალიბები დგანან, რომელთა სამიზნეც საპრეზიდენტო სასახლე, იუსტიციის სამინიტრო, ცენტრალური ბანკი და სასტუმრო "სერენა" იყო.
მოძრაობა "თალიბანი" ამტკიცებს, რომ თავდახმაში 20-მდე მებრძოლი მონაწილეობს, მათ შორის რამდენიმე თვითმკვლელი. ტერორისტები ადასტურებენ, რომ მათი სამიზნე სამთავრობო შენობები და სასტუმრო იყო.
ტერორისტებმა თავდასხმა სწორედ იმ დროს განახორციელეს, როდესაც ავღანეთის ახალი მთავრობა ფიცს დებდა. რაც შეეხება სასტუმრო '"სერენას", მას ძირითადად დასავლელი დამსვენებლები იყენებენ.