2009 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 95.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 32.4 პროცენტით მეტია ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (12.9 მლნ დოლარით), უკრაინიდან (3.3 მლნ აშშ დოლარით), აშშ-დან (1.3 მლნ აშშ დოლარით) და საბერძნეთიდან (1.1 მლნ აშშ დოლარით). უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
სებ-ის მონაცემებით, იმავე 11 ქვეყანაზე მიმდინარე წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა 2009 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.1 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის ნოემბერში.