საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი 19-20 იანვარს ავსტრიაში დაგეგმილ ყოველწლიურ ცენტრალურ აღმოსავლურ-ევროპულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე ესწრებიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ფინანსთა მინისტრები, საერთაშორისო ინვესტორები, ბიზნესლიდერები, ცენტრალური ბანკის მმართველები და წამყვანი ეკონომიკური სექტორის სხვა წარმომადგენლები.
ფორუმი გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილება სხვადასხვა რეგიონში გასული წლის ფინანსური და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები.
Eურომоნеყ-ის ფარგლებში გამართულ ფორუმზე, ფინანსთა ბაინდურაშვილი წარდგება მოხსენებით საქართველოს რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე და ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო მიზიდულობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, შედგება შეხვედრა Euromony-ის მმართველ დირექტორთან რიჩარდ ენსონთან და ფორუმის დირექტორთან ჰელენ ვილესთან. აგრეთვე გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრები საერთაშორისო ინვესტორებთან.