დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბაკურიანში ელოდებიან. პრეზიდენტი ბაკურიანში სვანეთისა და ანაკლიის კურორტების დაგეგმარების პრეზენტაციას დაესწრება.
ღონისძიება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში საავტომობილო გზის სენაკი-მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება, რაც რეგიონებს შორის გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, კომბინირებული საზაფხულო ტურისტული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა - დასვენება ზღვაზე და საზაფხულო სრიალი მწვერვალ უშბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით, ანაკლიასა და მესტიაში მთელი რიგი სამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებია დაგეგმილი.