საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ყვარელში მდებარე 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია "აგროგანვითარებას~ 6 ათას 192 დოლარად გადაეცა.
პირობების თანახმად, "აგროგანვითარება" ვალდებულებას იღებს, 2011 წლის 31 დეკემბრამდე 15 ჰექრატზე მარალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით ხეხილის ბაღი გააშენოს და არანაკლებ 100 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. პირობების თანახმად, "აგროგანვითარებამ~ აიღო ვალდებულება, 50 ადამიანი დაასაქმოს.