აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას იწყებს. ახალი მიზნობრივი პროგრამები 5 იანვარს დამტკიცდა და მასზე ტენდერები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
სამინისტროს სულ ექვსი მიზნობრივი პროგრამა აქვს, მათ შორის, ერთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა არის ახალი.
დანარჩენი ხუთი პროგრამა - ფერმერთა სწავლება, მცირე მექანიზაციის ტექნიკის შესაძენად ხელშეწყობა, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლა, იმუნიზაციის პროგრამა და სასმელი წლისა და პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა _ გასულ წელსაც ხორციელდებოდა.
მიზნობრივი პროგრამებითვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ 70 ათასი ლარია გამოყოფილი.