ოფიციალური თბილისი ქართველი ჟურნალისტების ცემისა და სადამკვირვებლო ჯგუფების მიმართ შექმნილი პრობლემის გამო ახსნა-განმარტებას კიევისგან ოფიციალურად მოითხოვს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ უკრაინულ მხარეს, დაგვიკონკრეტოს, რატომ მოხდა შესაბამისი ინციდენტები", - განაცხადა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ქართველი ჟურნალისტების მიმართ უკრაინაში განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას "სამწუხარო" და "არასასიამოვნო ფაქტს" უწოდებს.