უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ეგზიტპოლის მონაცემები თითქმის იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვინაობა 7 თებერვალს არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა.
კომპანია SOCIS -ის ტელეარხ " ICTV ", ასევე "სლავიკ შუსტერს სტუდიოს" და ნაციონალური ეგზიტპოლი _ 2010-ის შედეგების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი საშუალოდ 10-პროცენტიანი სხვაობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრუი იულია ტიმოშენკოა. მესამე ადგილზე კი ბანკირი სერგეი ტიგიპკოა.
ოდნავ განსხვავებულია ნაციონალური ეგზიტოლი - 2010-ის შედეგები, რომელიცვ მიხედევით, იანუკოვიჩმა 31.5 პროცენტი მოიპოვა, ხოლო იულილა ტიმოშენკომ 27.2პროცენტი.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 კანდიდატი მონაწილეობდა _ ინა ბოგისლოვსკაია, მიხაილ ბროდსკი, ანატოლი გრიცენკო, იური კოსტენკო, ვლადიმერ ლიტვინი, ალექსანდრ მოროზი, ალექსანდრ პაბატი, ვასილი პროტივსიხი, სერგეი რატუშნიაკი, ოლეგ რიანონოკი, პეტერ სიმონენკო, ლუდმილა სუპრუნი, იულია ტიმოშენკო, სერგეი ტიგიბკო, ოლეგ ტიაგნიბოკი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, არსენი იაცენიუკი.
ეზიტპოლების მიხედვით ლიდერობს ვიქტორ იანუკოვიჩი - 34.7%, იულია ტიმოშერნკო 24/4%, სერგეი ტიგნიბკო 11.5%, არსენი იაცენიუკი 8/9%, ვიქტორ იუშჩენკო - 5,4%, პეტერ სიმონენკო 3,1%, ვლადიმერ ლიტვინი 2,2%, ოლეგ ტიგნიბოკი 1,7%, ანატოლი გრიცენკო - 1,4%, სხვა კანდიდატები 1.9%, არავის არ დაუჭირა მხარი 4,4%
არჩევნები უკრაინის 225 ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო 36,577 მილიონი ამომრჩეველი.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიხსნა 113 საარჩევო ოლქი.
სულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთით 36 916 740 ბიულეტენი დაიბეჭდა. ამის მიუხედავად დღის განმავლობაში მთელ რიგ უბებში ბიულეტენების არასაკმარისი რაოდენების გამო ტექნიკურ შეფერხებებს ქინდა ადგილი.