მარტში, წინა თვესთან შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.279 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.805) ჩამორჩება, ხოლო წინა თვის ინდექსს (1.128) აღემატება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები შემცირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბამისად 23.1%-ით და 30.0%-ით). 2012 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 5 517, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 34 163 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007 =100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.593 და 1.573 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 86.1%-ს მეორადი, ხოლო 13.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის მარტში კი - შესაბამისად 87.2% და 12.8%).