"რუსთავი-2"-ის გასართობი შოუების მსახიობები - თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი ბერა ივანიშვილის სტუდიას - "ჯორჯაიან დრინ სტუდიოს" შეუერთდნენ. მსახიობების თქმით, "რუსთავი-2"-დან წამოვიდნენ, რომ განვითარდნენ და უკეთესი საქმე აკეთონ.
ბერა ივანიშვილის ინფორმაციით, დიდი ხანია მათთან მეგობრობს და ძლიერი გუნდი შეიკრა.
"საზოგადოება მის შედეგებს უახლოეს მომავალში იხილავს", - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.
"ჯორჯიან დრინ სტუდიო" იმუშავებს, როგორც სიმღერების ჩაწერასა და კლიპების გადაღებაზე, ასევე სხვადასხვა იუმორისტული პროექტების მომზადებაზე. პირველ ეტაპზე სტუდია მუშაობას იწყებს იუმორისტული ფილმების გადაღებაზე.