7 და 8 აპრილს ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 160-ე სეზონის მორიგ სპექტაკლებს წარმოადგენს.
პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბაში" 7 აპრილს ოდეტა-ოდილიას პარტიას პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი იცეკვებს. მას პარტნიორობას თეატრის წამყვანი სოლისტი ვასილ ახმეტელი გაუწევს.
8 აპრილს კი ოდეტა-ოდილიას პარტიაში მაყურებელი ლალი კანდელაკს იხილავს, ხოლო პრინც ზიგფრიდის პარტიას თეატრის სოლისტი ოთარ ხელაშვილი შეასრულებს.