უკრაინაში არსებული უამინდობის გამო თბილისი-დონეცკის მიმართულებით ავიარეისი ვერ სრულდება.
დონეცკში თვითმფრინავი წუხელ, 01:00 საათზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა რეისი ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.
"თვითმფრინავი დონეცკის აეროპორტიდან 10 საათზე მეტია, უამინდობის გამო, აფრენას ვერ ახერხებს, მგზავრები კი, რომლებიც დონეცკში უნდა გაფრენილიყვნენ, ამ დრომდე თბილისის აეროპორტში რჩებიან და რეისის შესრულებას ელოდებიან", - განმარტავენ აეროპორტში.
როდის შესრულდება ავიარეისი, უცნობია.