ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევების თანახმად, 2009 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 4 %-მა დაისვენა სასტუმროში. 4 %-მა დაისვენა სასტუმრო სახლში და 10 %-მა _ საოჯახო სასტუმროში.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საშუალოდ სასტუმროში ერთი დღისთვის გადახდილი თანხის ოდენობამ, კვების გარეშე, 9,1 ლარი, კვებით კი 15,9 ლარი შეადგინა. გამოკითხული ოჯახებიდან, დასასვენებლად საშუალოდ სეზონზე 1,4 ადამიანი მიდის. აქედან გამომდინარე, დასვენებისთვის ოჯახის დღიური დანახარჯი, რაც სასტუმროში კვებით ცხოვრებას გულისმობს, 22,3 ლარს შეადგენს, საიდანაც კვებისთვის განკუთვნილი თანხა დაახლოებით 10 ლარია.
გამოკითხული რესპონდენტთა უმრავლესობა, 42%, დასასვენებლად აგარაკზე იმყოფებოდა, 35% _ ნათესავისა თუ მეგობრთან, 10 % კერძო სახლში. გამოკითხულთა მხოლოდ 10 % დაბინავდა სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის სახლში.
შიდა ტურიზმის მარკეტინგული კვლევა ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა "ბი-სი-ჯიმ" ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რა ტიპის ტურებს ანიჭებს უპირატესობას ქართველო ტურისტი და რა ტიპის ტურისტული პაკეტების შემუშავებაა სამომავლოდ საჭირო.
ტურიზმის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ შიდა ტურიზმის მაშტაბურ კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რათა მათ სწორად წარმართონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგია.
კვლევა 2009 წლის 4 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე (6 კვირას) თბილისის მასშტაბით მიმდინარეობდა და მთლიანობაში 3382 რესპონდენტი გამოიკითხა.