ჩემპიონთა ლიგაში, გუშინ, მეოთხედფინალების განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებულ ყურადღებას „ბარსელონას" და „მილანის" შეხვედრა იწვევდა. მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებში რამდენიმე სახიფათო მოენტიც შექმნეს. მე-10 წუთზე, „მილანის" კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ლეო მესიმ ანგარიში გახსნა. 20 წუთში სტუმრებმა კარგად გაითამაშეს კომბინაცია და ნოჩერინომ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, „მილანის" კართან მეორე პენალტი დაინიშნა და მესიმ დუბლი გაიფორმა.
მეორე ტაიმი „ბარსელონას" უპირატესობით წარიმართა, თუმც „მილანიც" ახერხებდა სახიფათო მომენტების შექმნას. 53-ე წუთზე, სტუმრთა მცველების შეცდომის შედეგად, დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ინიესტა და ანგარიში 3:1 გახადა. ამის სემდეგ, მასპინზლებს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ 3:1 და „ბარსელონა" ნახევარფინალშია, რომლის მეტოქეც დღეს გაირკვევა. ესპანელებს ლონდონის „ჩელსისა" და ლისაბონის „ბენფიკას" შორის გამარჯვებული შეხვდება.
მიუნხენში, „ბაიერნი" „მარსელს" მასპინძლობდა და პირველი შეხვედრის მსგავსად, 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრაში ორივე გოლი ოლიჩმა გაიტანა. გერმანული გუნდის მეტოქე ფაქტიურად გარკვეულია: მადრიდის „რეალი" საკუთარ მოედანზე „აპოელს" მიიღებს, რომელსაც პირველ შეხვედრაში 3:0 მოუგო.