ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული შიდა ტურიზმის სამომხმარებლო კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით მონახულებულ რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა აჭარაა (24,3%). შარშან რესპონდენთა 21,6 % ეწვია საზღვაო კურორტებს. გამოკითხულთა უმეტესობა (79,3%) ოჯახთან ერთად ისვენებს. ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა ამ რეგიონში ივლისსა და აგვისტოში აღინიშნებოდა.
საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე დამსვენებლები (24,8%) ხშირად ფინანსურად ხელმისაწვდომობის გამო ირჩევენ ამ ადგილებს. გამოკითხულთა 34,5%-ისთვის ზღვაზე დასვენება გამოცდილი პრაქტიკაა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია იმასთან, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი (71,29%) კმაყოფილია დასვენებით. სწორედ ამიტომ 2010 წელსაც გამოკითხულთა შორის პირველ ადგილზე (32,1 %) საქართველოს საზღვაო კურორტებზე დასვენებაა.
შიდა ტურიზმის მარკეტინგული კვლევა ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა "ბი-სი-ჯიმ" ჩაატარა. გაირკვა, რა ტიპის ტურებს ანიჭებს უპირატესობას ქართველო ტურისტი და რა ტიპის ტურისტული პაკეტების შემუშავებაა სამომავლოდ საჭირო.
ტურიზმის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ შიდა ტურიზმის მასშტაბურ კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რათა მათ სწორად წარმართონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგია.
კვლევა 2009 წლის 4 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე (6 კვირას) თბილისის მასშტაბით მიმდინარეობდა და მთლიანობაში 3382 რესპონდენტი გამოიკითხა.