დღეს, 4 აპრილს, " საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგა" და ბილაინი კალათბურთში ტურნირს აწყობენ.
ტურინრის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სტუდენტებში, ტურნირში მონაწილეობას 10 უნივერსიტეტი მიიღებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.
გუნდურ თამაშს, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ვეტერანი კალათბურთელები და ბილაინის წარმომადგენლები, 4 აპრილს, 11:30 საათზე, საკალათბურთი კლუბ "აკადემიის" დარბაზში ( ჭავჭავაძის 49 ა) დაესწრებიან.
"ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება. დინამიკური ზრდის პარალელურად, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიღოს. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სახალისო სპორტულ აქტივობებში, გარდა ამისა, ჩვენ აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.
"სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარს უჭერს ახალი სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას. ბილაინის სპორტული კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი", - განაცხადა სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარემ, ირაკლი სამყურაშვილმა.