ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული შიდა ტურიზმის კვლევის თანახმად, ზამთრის ტურებით დაინტერესება საგულისხმოა მცირე ასაკის რესპონდენტებს შორის (მაქსიმალური მაჩვენებლი 11,2% 13-17 წ.), მაგრამ ასაკოვან კატეგორიებში თითქმის კარგავს რეიტინგს.
თანაფარდობა ზამთრის ტურზე წასვლით დაინტერესებულ და ამგვარი ტურების აქტიურად მომხმარებელ რესპონდენტებს შორის საკამოდ მაღალია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, რაც ზამთარის კურორტების აქტუალურობაზე მიუთითებს. გასული წლის ზამთრის თვეებში ზამთრის კურორტებზე რესპონდენტთა ძალიან მცირე ნაწილმა (5%) დაისვენა. 2010 წელს რესპონდენტთა გაორმაგებული რაოდენობა (9,96 %) გეგმავს ზამთარში დასვენებას. გამოკითხულთა უმეტესობა (79,3%) ოჯახთან ერთად ისვენებს. რესპონდენტთა 3,6 % ზამთრის კურორტებს თხილამურებზე სასრიალოდ სტუმრობს, 3,1 %-ისთვის თოვლში გარუჯვაც მნიშვნელოვანია.
შიდა ტურიზმის მარკეტინგული კვლევა ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა "ბი-სი-ჯიმ" ჩაატარა. გაირკვა, რა ტიპის ტურებს ანიჭებს უპირატესობას ქართველო ტურისტი და რა ტიპის ტურისტული პაკეტების შემუშავებაა სამომავლოდ საჭირო.
ტურიზმის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ შიდა ტურიზმის მასშტაბურ კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რათა მათ სწორად წარმართონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგია.
კვლევა 2009 წლის 4 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე (6 კვირას) თბილისის მასშტაბით მიმდინარეობდა და მთლიანობაში 3382 რესპონდენტი გამოიკითხა.