შვედური ავტოკომპანია "სააბის" დირექტორთა საბჭომ მისი ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმსხვილესმა შვედურმა პროფესიული კავშირების "იფ მეტალის" ხელმძღვანელმა სტეფან ლოეფენმა განაცხადა. პროფკავშირების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს "სააბის" მფლობელის "ჯენერალ მოტორსის" გადაწყვეტილება კომპანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
"ეს არის უპასუხისმგებლობა "ჯენერალ მოტორის", როგორც მფლობელის მიმართ. არ შეიძლება ერთდოულად ორი გზით სიარული: თან დაკავებული იყო გაყიდვებით და თან კომპანიის ლიკვიდაციით.
"სააბის" შესყიდვის სურვილი გამოთქვეს კომპანია "სუპერმა" და შვედურმა კომპანიების ჯგუფმა, რომელსაც MAN-ის შეფი და "ფორმულა 1"-ის მფლობელი დერი ეკლუსტონი ხელმძღვანელობს. თავად "ჯენერალ მოტორსის" ხელმძღვანელებმა დაადასტურეს ინფორმაცია ლიკვიდაცის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნეს, რომ განიხილავენ წინადადებას პოტენციური მყიდველებისგან.