რაჭაში ხანძრის ერთი კერა ისევ რჩება. ცეცხლი სოფელ ჩოჯოდან 8 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, კლდის ფერდობის მიუვალ ადგილზე რჩება, რის გამოც მისი ჩაქრობა ჭიანურდება.
შესაძლოა ხანძარი წიწვოვან ხეებზეც გავრცელდეს.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ცეცხლი ბუჩქნარებს 4 დღის წინ გაუჩნდა. მიზეზად დაუდევრობა სახელდება.