2010 წლის ოქტომბერში კონცერნი "დაიმლერი" "მერსედესის" მარკის პირველ ელექტრომობილს გამოუშვებს. 2012 წლისთვის კი იგეგმება ელექტრომობილ SMART-ის სერიული წარმოება.
პირველი ელექტრომობილები წარმოებული იქნება რაშტატში A კლასის კომპაქტური მერსედეს-ბენცის ბაზაზე. თავიდან მცირე პარტია იქნება წარმოებული, დაახლოებით 500 ავტომანქანა, რომლის იჯარა 4 წლით ან 60 ათასი კილომეტრი გარბენით კომპანიის საუკეთესო კლიენტებს შეეძლებათ.
ელექტრომობილი აღჭურვილი იქნება შესაბამისი ბატარეებით, რომელიც საკმარისი იქნება 200 კილომეტრის გარბენისთვის.