ხელვაჩაურში სანაპირო ზოლზე წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემების დამონტაჟება იწყება. "ხელვაჩაურის ზღვის სანაპირო ზოლის სარფი, კვარიათი, გონიო, ახალსოფლის კანალიზაციის მეურნეობის მშენებლობის~ პროექტის სატენდერო წინადადებების პაკეტები უკვე გაიხსნა, რომლის მიხედვითაც პრეკვალიპიკაცია ხუთმა სამშენებლო კომპანიამ გაიარა, თუმცა დოკუმენტაცია და ხარჯთახრიცხვა მხოლოდ ოთხმა კომპანიამ წარადგინა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სპეციალური კომისია 3 კვირაში გამოავლენს. ტენდერში მონაწილეობას 2 თურქული, ერთი ფრანგული და ერთიც ქართულ-ჰოლანდიური სამშენებლო კომპანია იღებს.
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით შესასრულებელი სამუშასთვის შედარებით ნაკლები თანხა მხოლოდ ქართულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ მოითხოვა. გონიო, კვარიათი, სარფი, ახალსოფლის კანალიზაციის მეურნეობის მშენებლობის პროექტის ავტორი ავსტრიული კომპანია "პოშ ენდ პარტნერს ჰიდრო ჯინეარსია".
წლების განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონში საკურორტო ზონა საკანალიზაციო წყლებით ბინძურდებოდა, თუმცა სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება.