აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელვაჩაურის სამრეწველო ზონის განსავითარებლად და ახალი საწარმოების შესაქმნელად მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია გადაწყვიტა. სამინისტრომ ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში 11 ობიექტი უკვე შეარჩია და დაინტერესების შემთხვევაში მზადაა ინვესტორს გარკვეული პირობების სანაცვლოდ გადასცეს.
საპრივატიზაციოდ გამზადებულ ობიექტთა ნუსხაშია შპს "მშენებლი 2000-ის~ ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარედ 1356კბ/მ მიწის ნაკვეთი. საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა ასევე შპს "კეთილმოწყობის~ და ყოფილი შპს "ჭოროხის არამადნეული მასალების~ ქარხნის მიმდებარედ, ტროლეიბუსების ქარხნის მიმდებარედ, ყოფილი იტალიური ქარხნის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთები.