"ასტონ ვილასა" და ბულგარეთის ნაკრების კაპიტანს, სტილიან პეტროვს სისხლის კიბო დაუდგინეს. ფეხბურთელმა ავადმყოფობის გამო დროებით შეწყვიტა სფეხბურტო კარიერა, თუმცა როგორც თვითონ აცხადებს, იგი ამ დაავადებას აუცილებლად დაამარცხებს და მოედანს დაუბრუნდება.
"დარწმუნებული ვარ, დაავადებას დავამარცხებ. მართალია, ჯერჯერობით ფეხბურთის თამაში არ შემეძლება, მაგრამ მოედანზე აუცილებლად დავბრუნდები. მანამდე კი, თანაგუნდელებს მხარდაჭერასა და გამხნევებას არ მოვაკლებ. ვიცი, რომ ისინი ჩემს გვერდით არიან. ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა სტილიან პეტროვმა.