ჩემპიონთა ლიგაში სამი ნახვარფინალისტის ვინაობა თითქმის გარკვეულია, ხოლო „ბარსელონას" და „მილანს" შორის ჯერ ჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი. პირველი შეხვედრა, „სან სიროზე", ფრედ 0:0 დასრულდა. დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის წინ სერიოზული დანაკლისი აქვს „მილანს", რომელსაც ტიაგო სილვა ვერ დაეხმარება. მატჩს ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი უმსაჯებს.
მეორე შეხვედრა მიუნხენში გაიმართება , სადაც „ბაიერნი" „მარსელს" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა გუნდებს სორის, გერმანელტა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა და დიდი შანსია ნახევარფინალში სწორედ ეს გუნდი გავიდეს. მატჩის მსაჯი სვეიდ ოდვარ მოენი იქნება.