2010 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საპრივატიზაციო მაჩვენებელი 250 მილიონი ლარია. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური ტგანვითარების სამინისტროდან აცნობეს.
2009 წელს სამინისტრომ 173,3 მილიონი ლარის ქონება გაიყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს მთლიანობაში საპრივატიზაციოდ გამოტანილ იქნა 1202 ობიექტი, საიდანაც ბიუჯეტში 173,3 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდა.
სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს გაიყიდა 222 ათასი ლარის შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული ნაკვეთი, ასევე 149 ათასი ლარის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. გასულ წელსვე 12 ათასი ლარის პირუტყვის პრივატიზაცია, 62 ათასი ლარის ინვენტარ-მასალის რეალიზაცია მოხდა. გარდა ამისა 84 ათასი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიყიდა.
2009 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმიფო ქონების ერთიანი ბაზა შექმნა, რის ფარგლებშიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაცია განხორციელდა.