ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიის „ლეგაბესკეტში" მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა „ანჯელიკო ბიელასთან" 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა და „კანადიან სოლარ ბოლონიას" 62:53 მოაგებინა.
სანიკიძის გუნდს ამჟამად 15 მოგება და 10 მარცხი აქვს და ჩემპიონატში" მეშვიდე ადგილზეა და მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ გუნდს.
მეორე ადგილზე კი მანუჩარ მარკოიშვილის და გიორგი შერმადინის „ბენეტ კანტუა", რომელმაც ამ ტურში 74:69 დაამარცხა „ბანკა ტერკასი".
ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ორივე წევრი სასტარტო ხუთეულში იყო. მარკოიშვილმა 27 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი გააკეთა, ხოლო შერმადინს 23 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მოუგროვდა.