სახელმიწიფო საინვესტიციო პროექტების გარდა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში კერძო საინვესტიციო პროექტებსაც დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, 2010-2011 წლებში აზიის განვითარების ბანკის პორტფელი საქართველოში 1 მლრდ დოლარი იქნება.
"აზიის განვიუთარების ბანკი საქართველოში გზების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 500 მლნ დოლარს გამოყოფს, საიდანაც 120 მილიონი დოლარი უკვე დაკონტრაქტებულია და ის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას მოხმარდება. 2010 წლის ბოლომდე კიდევ 120 მლნ დოლარი დაკონტრაქტება, რაც ბათუმის შემოვლითი გზის მშნებლობაზე დაიხარჯება. გარდა ბათუმისა და ქობელთის შემოვლითი გზის მშენებლობებისა, აზიის განვითარების ბანკი დარჩენილი თანხით აღმოსავლეთ და დასავლეთ მაგისტრალის გზის მშენებლობასაც დააფინანსებს", - განაცხადა კახა ბაუინდურაშვილმა.
მინისტრის თქმით, 40 მლნ დოლარი დაიხარჯება ქვეყანაში წყალგაყვანილობის სისტემის რებილიტაციისთვის.
ამავდროულად, აზიის განვითარების ბანკი 2010-2011 წლებში დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტუქტურის მშენებლობასაც დააფინანსებს. კერძოდ, საუბარია სამ პროექტზე, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის თებერვალში ვიზიტისას გაირკვება, როდესაც ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ გიგი უგულავასთან.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ პროექტს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი თბილისში დააფინანსებს თბილისის უნივერსიტეტის მეტროსადგურის მშენებლობა იქნება.
აზიის განვითარების ბანკი გააქტიურებას გეგმავს კერძო საინევსტიციო პროექტების დაფინანსების კუთხითაც, კერძოდ, ბანკი აპირებს 70 მლნ დოლარი გამოუყოს კომერციულ ბანკებს. ამ მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია ორი კომერციული ბანკი, რომელთა ვინაობაც ამ ეტაპზე არ სახელდება.
ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, ეს ბანკები პირველ ტრანშს თებერვლის ბოლომდე მიიღებენ.
აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობას გეგმავს ასევე ენერგეტიკულ პროექტებში, პორტებსა და აეროპორტებში.
"კერძო მსხვილ საწარმოებთან საუბარი არაა სესხის გაცემაზე. აქ საუბარია თავად ამ კომპანიებში აქციების შეძენასა და წილში შესვლაზე", - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, აზიის განვითარების ბანკი მსხვილ საწარმოებში დაბალი წილის შეძენას არ დაკმაყოფილდება. საუაბრია 20-დან 25 %-მდე წილზე.