"მანჩესტერ სიტიმ", გუშინ "სანდერლენდს უმასპინძლა" და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
"ქალაქელებმა" მძიმე ბრძოლაში მხოლოდ ქულა აიღეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მანჩინის შეგირდები მატჩის ბოლომდე 1:3 მარცხდებოდნენ, შემოტრიალებული თამაში და ორი გატანილი გოლი კლუბისთვის უკვე მოპოვებული ერთი ქულა აღმოჩნდა და არა სამი დაკარგული.
მატჩის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდგმი კომენტარი გააკეთა.
"არ მიმაჩნია, რომ ბალოტელის დღეს წარმატებული დღე ჰქონდა. ასეთი თამაშების დროს თავდამსხმელებს მთელი მატჩის განმავლობაში მოეთხოვებათ მაღალ დონეზე თამაში და არა მხოლოდ ბოლო წუთებზე."
"სერხიო აგუეროს არ ყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. 200 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მასთან ერთად ამ მატჩს უპრობლემოდ მოვიგებდით.
ჩემპიონობის შანსი კიდევ გვაქვს. მთავარია, მანჩესტერმა ქულები იქამდე დაკარგოს, სანამ ჩვენ შეგვხვდებიან. თუ სხვაობა იმ დროისთვის 1-2 ქულა იქნება, მაშინ საჩემპიონო ბრძოლა ბოლო მატჩამდე გაგრძელდება,"-განაცხადა მანჩინიმ.
"ეჭვი არ მეპარება, მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ დაკარგავს ქულებს. მიმაჩნია, რომ ხვალ ისინი ბლექბერნთან ვერ მოიგებენ და ჩვენს შორის ქულათა სხვაობა კვლავ 3 გახდება." - დაასრულა "სიტის" თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის მატჩს ხვალ გამართავს, სადაც "ბლექბერნს" სტუმრად ეთამაშება.