რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მხარის გუბერნატორთან ერთად, ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
,,მომდევნო დღეებში ამ გზის რეაბილიტაციას ვიწყებთ, სადაც მოსახლეობას შევხვდით. უამრავი პრობლემა უგვარდება მოსახლეობას. თუმც, ეს შეხვედრა თუნდაც იმიტომ იყო საინტერესო, გავარკვირეთ, თუ რა პრობლემები აწუხებთ. იგივე გაზიფიკაციის საკითხი, იგივე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ბევრი კითხვა იყო დღგ-სთან დაკავშირებით. მოსახლეობა კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ განუმარტთ, თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას ხვდებიან და ადგილობრივების პრობლემებს ისმენენ.