უკრაინაში ქართველი ჟურნალისტები ცემეს.
დაშავებულები არიან ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლები - უცხოეთის ამბების პროდიუსერი ირაკლი გვარამაძე და ჟურნალისტი ზურაბ ხვისტანი.
რომლებიც დონეცკში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად იმყოფებიან.
ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევო შტაბში არ შეუშვეს. თავად ნაცემი ქართველების განცხადებით კი, მათ რამდენიმე საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, რის შემდეგაც უცხო პირები სახლთან დახვდნენ და სცემეს.
ხვისტანი თავს კარგად გრძნობს, ირაკლი გვარამაძე კი სასტიკადაა ნაცემი. წუხანდელი ღამე მან საავადმყოფოში გაატარა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტანილურია.