საქართველოს მორაგბეთა "ა" ნაკრებმა, რომელიც ბრიტანეთში ტურნეს მართავდა, ჩრდილოეთ უელსის გუნდი 25:17 დამარცხა. ქართველმა ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებმა" ბრიტანეთში გამრთული სამივე მატჩი მოიგეს, რითაც ადგილობრივი მედიისა და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურეს.
მორაგბთა "ა" ნაკრების რამდენიმე წევრი პირველ გუნდს შეუერთდება, რომელიც 9 ივნისს ერთა თასის მატჩს გამართავს უკრაინასთან, ხოლო შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება, სადაც აშშ-ს და კანადის მორგბეებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.