საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ქართველი სპორტსმენი ელენე გედევანიშვილი მე-10 ადგილზე გავიდა.
გედევანიშვილმა, მოკლე პროგრამაში 58.49 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა. ტურნირის მე-2 დღეს,თავისუფალ პროგრამაში მან 90.71 ქულა მოაგროვა და ჯამური 149.20 ქულით, გედევანიშვილი მე-10 ადგილს დასჯერდა.
ოქროს მედალი იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა მოიპოვა, რომელმაც 189.94 ქულა მოაგროვა. 184.28 ქულით, მე-2 ადგილზე გავიდა რუსი ალენა ლეონოვა, ხოლო იაპონელმა აკიკო სუზუკიმ, 180.68 ქულით, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.