ესპანეთში, 31 მარტს, ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერებმა, მადრიდის "რეალმა" და "ბარსელონამ" თავიანტი მატჩები იოლად მოიგეს. მადრიდელები პამპლონაში ადგილობრივ "ოსასუნას" სტუმრობდა და დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა მეტოქე. დუბლები გაიფორმეს რონალდომ და იგუაინმა, ხოლო ერთი გოლი ბენზემამ გაიტანა. მასპინძლთაგან თავი ნინომ გამოიჩინა.
"ნოუ კამპზე" "ბარსამ" "ბილბაოს უმასპინძლა და ანგარიშის მიუხედავად ადვილად, 2:0, გაიმარჯვა. პირველი ტაიმის მიწურულს ინიესტან გამოიჩინა თავი, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში, ლეო მესიმ პენალტით მეორე გოლი გაიტანა.
ესპანეთის ჩემპიონატს კვლავ მადრიდის "რეალი" ლიდერობს 78 ქულით, რომელსაც "ბარსელონა" ექვსი ქულით ჩამორჩება.