დღეს, 17 იანვარს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას 18 კანდიდატი მიიღებს. უკრაინაში ათასობით საერთაშორისო დამკვირებელი იმყოფება, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება.
უკრაინელ ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება არა მხოლოდ ქვეყანაში არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ექნებათ.
ამის მიუხედავად ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება და არჩევნების მეორე ტურში უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩი გავლენ.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ქვეყნის ხაზინას 969,6 მილიონ გრივნი (120 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მეორე ტურში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და რეგიონების პარტიი ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი გავლენ.
მეორე ტური უკრაინაში 7 თებერვალს გაიმართება.