ხვალ, 12 საათზე ფინასთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ფილიპინებში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს.
შეგახსენებთ, რომ 14-15 იანვარს მანილაში აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით რეგიონალურ ფორუმი „გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის გავლენა" გაიმართა, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიწვევით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი გაემგზავრა.
ფორუმზე განვითარებად ქვეყნებს შორის გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის შედეგები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, შედგა ასევე შეხვედრები აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასთან, სახელმწიფო და კერძო სექტორების დაკრედიტებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ასევე აზიის განვითარების ბანკთან საქართველოს თანამშრომლობა შემდეგი კუთხით: საგზაო (აჭარის შემოვლითი გზა), მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია. აგრეთვე, ბანკთან საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმდინარე წლისთვის ბანკის მიერ საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის საკითხი.