უეფას ღონისძიებათა კომერციული მენეჯერმა ტიბო პოტდევინი, რომელიც საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია სასტუმრო „რადისონში" ჟურნალისტებს შეხვდა და უეფას ახალი პროექტი, „Club Prastige" გააცნო.
მისი თქმით, პროექტის მიზანია, თვალსაჩინო გახადოს „ევრო 2012"-ის გასამართად ჩატარებული სამუშაოები. შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. დარჩენიალია მხოლოდ VIP კლიენტებისთვის განკუთვნილი 50 ათასი ბილეთი, რომლის 85% უკვე გაყიდულია.
„უეფა აკვირდებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აქტივობას, ევრო 2012ზე გასაყიდ ბილეთებზე. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, აქტივობის პროცენტი საგრძნობლად არის გაზრდილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომერციის მხრივ, უკრაინა და მისი მეზობელი ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, ძალიან მომგებიანი ბაზარი იქნება იქნება,"-განაცხადა ტიბო პოტდევინმა.
უეფას რონისძიებათა კომერციულმა მენეჯერმა ასევე აღნიშნა, რომ საქრთველოსაც ექნება სამომავლოდ შანსი, უმასპინძლოს ასეტი რანგის ტურნირებს, თუ იგი უეფას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.
„მე არ ვარ იმ საკითხში კომპეტენტური, რომელიც განიხილავს იმ ქვეყნებს რომელიც ამა თუ იმ ტურნირს უმასპინძლებს. ჩემი აზრით, საქართველოს აქვს კარგი შანსი მიიღოს, „უეფას" ეგიდით, რომელიმე ტურნირის მასპინძლობის უფლება. ამისათვის ბევრი სამუშაოს ჩატარება მოგიწევთ, რათა შეძლოთ და დააკმაყოფილოტ „უეფას" მოთხოვნები,"-აღნიშნა პეოტდევინმა.
ცნობისთვის, ტიბო პოტდევინი, საქართველოში სტურობის შემდეგ აზებაიჯანსა და ყაზახეთს ეწვევა და პროექტ, „Club Prestige"-ს გააცნობს.