საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, 29 მარტს, ზამთრის უამინდობის გამო გადადებული მატჩები გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგება, სადაც ერთმანეთს თბილისის „დინამო" და გორის „დილა" დაუპირიპირდებიან. არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება ზესტაფონში, სადაც ადგილობრივი გუნდი „ტორპედოს" უმასპინძლებს. მესამე გადადებულ მატჩში „კოლხეთი" „ბაიას" შეხვდება.