ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. კვიპროსში ლიგის აღმოჩენა "აპოელი" მადრიდის "რეალს" მასპინძლობდა. მატჩი მთლიანად სტუმრები უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0, დასრულდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა თამაშში ცვლილებები შეიტანეს და შეცვლაზე შემოსულმა მარსელომ და კაკამ ესპანურ გუნდს გამარჯვება მოუტანეს. 74-ე წუთზე კაკას გადაცემით ბენზემამ ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში, მარსელოს კარგი თამაშის შემდეგ, კაკამ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო მატჩი ბოლო წუთზე ბენზემამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეორე მეოთხედფინალური მატჩი ლისაბონში გაიმართა, სადაც "ჩელსი" "ბენფიკას" სტუმრობდა. მატჩი ორმხრივ იერისებში წარიმართა, მაგრამ გუნდებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 75-ე წუთზე "ჩელსის" ფეხბურთელმა კალუმ გოლი გაიტანა და ინგლისელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი მისცა.
დღეს გაიმართება კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა: "მილანი"-"ბარსელონა" და "მარსელი"-"ბაიერნი".