საქართველოს მორაგბეთა „ა" ნაკრებმა, ბრიტანული ტურნეს ფარგლებში, მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს და უელსის პრემიერლიგის ნაკრები დაამარცხეს, ანგარიშით, 36:32. ქართველებმა ხუთი ლელო დადეს და მასპინძელთა აღფრთოვანებაც გამოიწვიეს. უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უეინ ჰოლმა განაცხადა, რომ საქართველოში რაგბის დონე მაღლა იწევს, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში ეს სპორტი კარგად არის განვითარებული.
„საქართველოს "ა" ნაკრებმა მაღალი დონის თამაში აჩვენა, რითაც გამოჩნდა, ამ ქვეყანაში რაგბი როგორაა განვითარებული,"-განაცხადა უელსელთა თავკაცმა.
საქართველოს ნაკრები თავის ბოლო მატჩს ბრიტანულ ტურნეში 31 მარტს გამართავს, სადაც ჩრდილოეთ უელსის პრემიერლიგის ნაკრებს დაუპირისპირდება.