ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მერაბ ფიროსმანაშვილი დაინიშნა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა თამუნა კვარაცხელიამ განუცხადა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად ფიროსმანაშვილი იმიტომ შეარჩიეს, რომ ორგანიზაციის მართვის გამოცდილება აქვს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა ხუმარაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.